"ბარსელონა", მადრიდის "ატლეტიკო" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ეკვადორელი ფეხბურთელის შესაძენად ბრძოლას აპირებენ.
"უოტფორდის" 23-წლამდელთა გუნდის მარცხენა მცველი პერვისესტუპინანი, რომელიც "ოსასუნაში" განათხოვრებით თამაშობს, ევროპული გრანდების ინტერესებში მოექცა.
22 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა "ოსასუნასაც" სურს, მისი საიჯარო ხელშეკრულება ძალაში კიდევ 1 წლითაა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 7 მილიონ ევროს უდრის.
ამ სეზონში ნიჭიერმა უკანახაზელმა ყველა ტურნირზე 30 შეხვედრაში 1 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.