Belive

ევროპის ლიგა: ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, უეფამ 94 მონაწილე კლუბი 15 ჯგუფში გადაანაწილა. ყველა ჯგუფში როგორც განთესილი, ისე განუთესავი გუნდები მოხვდნენ. საქართველოს ევროპის მეორე ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე სამი გუნდი: "დინამო ბათუმი", "საბურთალო" და "ლოკომოტივი" წარმოადგენს, ყველა მათგანი განუთესავია. ამ დაჯგუფების შემდეგ, სამივე კლუბის სავარაუდო მეტოქეთა მოკლე სია ცნობილია და ის შემდეგნაირად გამოიყურება: "დინამო ბათუმი": "კეშლა" (აზერბაიჯანი) ბაქოს "ნეფთჩი" (აზერბაიჯანი) "ჰაპოელ ბერ-შევა" (ისრაელი) "საბურთალო":   "მაკაბი ჰაიფა"  (ისრაელი) "აპოლონ ლიმასოლი" (კვიპროსი) "ალაშკერტი" (სომხეთი) "ლოკომოტივი":  "უნივერსიტატეა კრაიოვა" (რუმინეთი) "შკენდია" (მაკედონია) "ბაჩკა-ტოპოლა" (სერბეთი) ალმაატის "კაირათი" (ყაზახეთი) უეფას შტაბ-ბინაში ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 10 აგვისტოს, 14:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები