პლეი-ოფის ფინალში გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ მატჩს სახლში ითამაშებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც ფინალური მატჩის მასპინძელიც გაირკვა.
იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები ნახევარფინალური ეტაპის დაძლევას შეძლებს, ფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.
ნახევარფინალში ვილი სანიოლის მეტოქე ლუქსემბურგის ნაკრებია, შეხვედრა 2024 წლის 21 მარტს, თბილისში გაიმართება.
მეორე ნახევარფინალში საბერძნეთი ყაზახეთს შეხვდება
ფინალური შეხვედრის გამარჯვებული ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურს გაიფორმებს
PLAY-OFF PATH C:
— UEFA EURO (@UEFAEURO) November 23, 2023
Georgia vs Luxembourg
Greece vs Kazakhstan#EURO2024 pic.twitter.com/8XR7Dse0bh