21 იანვარს ინგლისის ჩემპიონატის მე-18 ტურში ლივერპული "ენფილდზე" 0:1 დამარცხდა "ბარნილსთან". აღნიშნულ შეხვედრაში მარცხით დასრულდა პრემიერ ლიგაში "ლივერპულის" წაუგებელი სერია საკუთარ მოედანზე, რომელმაც 68 შეხვედრა შეადგინა.
სამი წლის მანძილზე იურგენ კლოპის "ლივერპული" ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელი გახლდათ, რაც ნამდვილად საოცარი მიღწევაა.
უმრავლესობას მიაჩნდა, რომ სწორედ "ლივერპული" იქნებოდა გუნდი, რომელიც ლონდონის "ჩელსის" რეკორდს გააუმჯობესებდა. "არისტოკრატები" პრემიერ ლიგაში საშინაო კედლებში 86 მატჩი არ მარცხდებოდნენ.
21-ე საუკუნეში ინგლისის ჩემპიონატში "ჩელსის" საშინაო წაუგებელი სერია 1709 დღე გაგრძელდა. მიუხედავად ასეთი ბრწყინვალე შედეგისა, ლონდონელების შედეგი მხოლოდ მეორე ადგილს იკავებს ევროპაში.
Transfermarkt-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ ევროპის ჩემპიონატებში ყველაზე გრძელი წაუგებელი საშინაო სერიის მქონე გუნდების ჩამონათვალს 21-ე საუკუნეში:10. ინტერი (2008-2010) - 967 დღე9. პორტუ (2002-2004) - 1001 დღე8. ბრიუგე (2015-2018) - 1069 დღე 7. ანდერლეხტი (2010-2013) - 1117 დღე6. პსვ (2016-2019) - 1134 დღე5. ზალცბურგი (2016-2020) - 1174 დღე4. ბენფიკა (2012-2015) - 1332 დღე3. ლივერპული (2017-2021) - 1369 დღე2. ჩელსი (2004-2008) - 1709 დღე 1. პორტუ (2008-2014) - 1947 დღე