Belive

ევრო 2025 | ნიონში ახალგაზრდული ნაკრების წილისყრა გაიმართა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

21-წლამდელთა შორის მომდევნო, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს, ივნისში საქართველოსთან ერთად რუმინეთი მასპინძლობს. აქედან ორი წლის შემდეგ გასამართი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატს კი სლოვაკეთი უმასპინძლებს - აღნიშნული ტურნირის შესარჩევი რაუნდის წილისყრა დღეს, ნიონში, უეფას სათაო ოფისში გაიმართა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შესარჩევის ჯგუფში - ნიდერლანდებს, შვედეთს, ჩრდ. მაკედონიას, მოლდოვას და გიბრალტარს დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო რაუნდი ნაწილი გუნდებისთვის სტარტს მარტში აიღებს, ხოლო ჩვენი ნაკრები აღნიშნულ ციკლში სექტემბერში ჩაერთვება. აღნიშნულ შესარჩევში მონაწილეობა, 2002 წელს და შემდეგ წლებში დაბადებულ მოთამაშეებს შეუძლიათ.


111


ფინალურ ეტაპს 2025 წლის ზაფხულში სლოვაკეთი უმასპინძლებს, ჩემპიონატი ქვეყნის 8 ქალაქის, 8 სტადიონზე ჩატარდება. სლოვაკეთს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჩატარების გამოცდილება, პირველად 22 წლის წინ ჰქონდა, როდესაც ევრო 2000-ის გამარჯვებული იტალია გახდა, ხოლო ანდრეა პირლო ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე.

წყარო: nakrebi.ge

სხვა სტატიები