Belive

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ფრანკფურტში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მე-4 კალათაში იყო განთესილი, A ჯგუფში ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი 2023 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ეტაპიდან 20 ნაკრები მოიპოვებს, რომლებსაც ერთა ლიგის სამი გამარჯვებული დაემატება.

ევრო 2024, რომელსაც გერმანია მასპინძლობს, 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.


სხვა სტატიები