Belive

ევრო 2024-ის 21 მონაწილე ცნობილია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

ბოლო ტურში დიდი ინტრიგა იყო D ჯგუფში, სადაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ხორვატიასა და უელსს ჰქონდათ. ხორვატებმა შინ სომხეთის დამარცხება შეძლეს და ტურნირის საგზური მეორე ადგილით გაიფორმეს.

ევრო 2024-ის მონაწილეები:

  • გერმანია - მასპინძელი

  • A ჯგუფიდან - ესპანეთი, შოტლანდია

  • B ჯგუფიდან - საფრანგეთი, ნიდერლანდები

  • C ჯგუფიდან - ინგლისი, იტალია

  • D ჯგუფიდან - თურქეთი, ხორვატია

  • E ჯგუფიდან - ალბანეთი, ჩეხეთი

  • F ჯგუფიდან - ბელგია, ავსტრია

  • G ჯგუფიდან - უნგრეთი, სერბეთი

  • H ჯგუფიდან - დანია, სლოვენია

  • I ჯგუფიდან - რუმინეთი, შვეიცარია

  • J ჯგუგიდან - პორტუგალია, სლოვაკეთი

ევროპის ჩემპიონატის ბოლო სამი მონაწილე 2024 წლის მარტში, შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში გაირკვევა, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.

ჩვენი გუნდი 21 მარტს ნახევარფინალურ შეხვედრას ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში (26 მარტს) საბერძნეთს ან ყაზახეთს დაუპირისპირდება.

  • ევროპის 2024 წლის ჩეპიონატი გერმანიაში გაიმართება. ტურნირი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.

  • ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრებია, რომელმაც ფინალში ინგლისს მოუგო.

სხვა სტატიები