Belive

ევრო 2020 - უკრაინა შემდეგ ეტაპზეა, 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინა გახდა ის ბოლო ნაკრები, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა შვედეთი მძიმე ბრძოლაში, 120-ე წუთზე გატანილი გოლით, 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მერვედფინალური მატჩები საკმაოდ დრამატული და უხვგოლიანი გამოდგა. 8 მატჩი სულ 30 გოლი გავიდა, ტურნირს კი ისეთი გუნდები გამოეთიშნენ, როგორებიც არიან: გერმანია, ნიდერლანდები და საფრანგეთი. ყველა 1/4 ფინალური წყვილი ცნობილია.  2 ივლისს შვეიცარია ესპანეთს დაუპირისპირდება, ბელგია და იტალია კი ერთმანეთს მიუნხენში შეხვდებიან. მომდევნო დღეს ნახევარფინალისტების ვინაობას დანია-ჩეხეთისა და უკრაინა-ინგლისის წყვილები გაარკვევენ.  

სხვა სტატიები