Belive

ევრამ ყოფილი თანაგუნდელებისგან სიმბოლური გუნდი შეადგინა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყოფილმა ფრანგმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ ყოფილი თანაგუნდელებისგან სიმბოლური გუნდი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 38 წლის მარცხენა მცველი სხვადასხვა დროს "იუვენტუსის", "მარსელის", "ვესტ ჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურს ირგებდა. "წითელი ეშმაკების" რიგებში მან 379 მატჩი ჩაატარა. ყოფილი ფრანგი ფეხბურთელის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: ვან დერ საარი, დანი ალვეში, ჯორჯო კიელინი, რიო ფერდიდანდი, პატრის ევრა, პოლ სქოულზი, ანდრეა პირლო, პარკ ჯი-სუნგი, რაიან გიგზი, კრიშტიანუ რონალდუ, კარლოს ტევესი. ევრამ საუკეთესო მთავარი მწვრთნელიც გამოარჩია. ცხადია, მისი არჩევანი ალექს ფერგიუსონზე შეჩერდა.

სხვა სტატიები