Belive

ევრა | "გვარდიოლას საკუთარ გუნდში ლიდერები არ სჭირდება"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა - პატრის ევრა, პეპ გვარდიოლას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ესპანელ სპეციალისტს გუნდში ლიდერების ყოლა არ სურს. ევრას მტკიცებით, მას არ შეუძლია ისეთ ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლებიც ხასიათით, ლიდერები არიან. ევრას კრიტიკა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის დრამატულმა ნახევარფინალურმა მატჩმა განაპირობა, რომლის დროსაც "მანჩესტერ სიტიმ" 11 წუთში 3 გოლი გაუშვა და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს გამოეთიშა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი გვარდიოლას სამწვრთნელო სტილით უკმაყოფილოა და მარცხზე პასუხისმგებლობას მას აკისრებს. პატრის ევრა: "გუნდს ლიდერები სჭირდება, მაგრამ გვარდიოლას გუნდში ლიდერის ყოლა არ სურს. მას არ შეუძლია ისეთ ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლებიც ხასიათით, ლიდერები არიან. გუნდის ლიდერი გვარდიოლაა - ამიტომ, როდესაც ფეხბურთელებს თამაში უჭირთ, მოედანზე არავინაა ისეთი, ვინც პასუხისმგებლობას აიღებს და ლიდერულ უნარებს გამოავლენს". "საკუთარ გუნდს სწორედ ამ პრინციპით ადგენს. გვარდიოლას არ შეუძლია გაწვრთნას ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ლიდერული ხასიათით გამოირჩევა. მან ეს ბარსელონაში გააკეთა, მაგრამ ახლა აშენებს გუნდს, რომელშიც ყველას გაკონტროლება შეუძლია. როდესაც მოვლენები არც ისე სასიამოვნო სცენარით ვითარდება, გადაწყვეტილებას მხოლოდ ის იღებს". "გუნდმა შეცდომა დაუშვა და ახლა დამწუხრებულები არიან. "სიტი" მაგონებს "პარი სენ-ჟერმენს" - ორივე კლუბი ფულითაა აშენებული. ფინანსები მადრიდის "რეალსაც" საკმარისად აქვს, მაგრამ სამეფო კლუბს ფინანსების მიღმა, ისტორიაც გააჩნია - "მანჩესტერ სიტის" მხოლოდ ფული აქვს ძირითად შემთხვევაში ფეხბურთელები "სიტის" სწორედ ამ მიზეზის გამო ირჩევენ. რა თქმა უნდა, "მანჩესტერ სიტი" ტიტულებსაც იგებს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში მოთამაშე ამ გუნდს მხოლოდ იმიტომ ირჩევს, რომ სხვაზე უკეთესი პირობების შემოთავაზება შეუძლია".

სხვა სტატიები