კატალონიის "ბარსელონამ" ბრაზილიელ 22 წლის ფორვარდზე - რიჩარილსონზე 100 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, თუმცა "ევერტონმა" ტრანსფერი დაბლოკა.
SkySports-ის ცნობით, კატალონიელები ლუის სუარესის შემცვლელს ეძებენ, რომელიც ტრამის გამო 4 თვეს გამოტოვებს.
როგორც ცნობილი ხდება, რიჩარილსონი "ბარსელონას" სპორტული დირექტორის - ერიკ აბიდალის მთავარი სამიზნე უკვე დიდიხანი არის.
რიჩარილსონი "ევერტონში" 2018 წელს ჩაირიცხა, სადაც 66 თამაშში 24 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.