Belive

€20,000 ევროდ ბიჭი გუნდის კაპიტანს შეცვლის

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩეხურმა კლუბმა 22 წლის ბიჭს მათ რიგებში თამაშის უფლება მისცა მას შემდეგ, რაც მამამისმა €20,000 გადაიხადა. 

საფეხბურთო კლუბი "უსტი" ჩეხეთის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს. თუმცა, აქ უცნაური არაფერია. აღნიშნული საფეხბურთო გუნდი აპირებს მათ რიგებში შემოიერთოს 22 წლის ბიჭი, რომელსაც ფეხბურთი არასდროს უთამაშია. მარტინ პოდჰაისკი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია, რომელიც თავისუფალ დროს ხშირად თამაშობდა პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორს FIFA-ს. მარტინის საფეხბურთო გამოცდილებაც მხოლოდ ამით შემოიფარგლება. 

გეგმა ასეთია: მარტინის დებიუტი გაზაფხულზე შედგება, ის გუნდის კაპიტანს და თავდამსხმელს იაკუბ მარეშს ჩაანაცვლებს და თავის გამოსაჩენად 10 წუთი მიეცემა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უსასყიდლოდ არ მოხდება. მარტინის მამა ამ ყველაფრისთვის €20,000 გადაიხდის. 

მას ფეხბურთი არასდროს უთამაშია. მხოლოდ FIFA. განა €20,000 ციდან ცვივა? თუ ნებისმიერი თვენგანი ამხელა თანხას შემომთავაზებს თამაშის უფლებას მოგცემთ. თამაშის სურვილი თავად მარტინმა გამოთქვა, შემდეგ საქმეში მამისიც ჩაერთო და ჩვენც დავთანხმდით. - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა კუბანმა

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილების "უსტის" გულშემატკივრის დიდი ნაწილი ემხრობა. გამოკითხვის შედეგად, ეს ყველაფერი ფანების 63%-მა დადებითად შეაფასა. მეტიც, ისინი თვლიან, რომ ეს მათ გუნდს წაადგება. 

სხვა სტატიები