Belive

ეტო'ო: "საუკეთესო, ვისთანაც მითამაშია? არც მესი და არც რონალდინიო..."

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონასა" და კამერუნის ნაკრების ყოფილმა ლიდერმა, სამუელ ეტო'ომ ის ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც მისთვის საუკეთესოა, ვისთანაც უთამაშია. კამერუნელი თავდამსხმელის აზრით, საუკეთესოები არც მესი და არც რონალდინიო იყვნენ. საუკეთესო ანდრეს ინიესტა გახლდათ.
"2006 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ინიესტამ ისე ითამაშა, როგორც მარადონამ, მესიმ და რონალდუმ ერთად. ჩემს ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთად მივარჯიშია. გულშემატკივრებს გაუკვირდათ, რომ მე მესი და რონალდინიო არ დავასახელე, თუმცა დრომ ჩემი სიმართლე დაამტკიცა. ინიესტა ლეო მესისა და კრიშტიანუს დონეზე აღიარებული არასდროს ყოფილა, თმცა ის და ხავი ამ დონეზე ნამდვილად იყვნენ" - განაცხადა ეტო'ომ.
სამუელ ეტო'ო და ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" შემადგენლობაში ერთად 5 სეზონის განმავლობაში თამაშობდნენ. ამ პერიოდში მათ ერთად 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ "ლა ლიგა", 1-ლ ესპანეთის სამეფო თასი და 2-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი მოიგეს.

სხვა სტატიები