Belive

ESPN-მა ხვიჩა კვარაცხელია სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა 

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული მედია საშუალების ESPN-ის ვერსიით, საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

"სერია A-ს საუკეთესო გუნდი აშკარად სავსეა "ნაპოლის" ფეხბურთელებით - გუნდში მათგან ხუთი მოთამაშე მოხვდა: ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ-ჯაე, სტანისლავ ლობოტკა, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, ხოლო ალექს მერეტს და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას არ გაუმართლათ, რომ ადგილი ვერ მოიპოვეს.

ხვიჩა კვარაცხელია სეზონის გამოცხადება იყო არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ ევროპაში. მისი გავლენა - 12 გოლი, 10 საგოლე გადაცემა და მილიონი დრიბლინგი (დაახლოებით) წარმოუდგენელი იყო და ის არის დიდი მიზეზი იმისა, რომ "ნაპოლიმ" ტიტული მოიგო. მისი თანაგუნდელები დი ლორენცო და კიმი მთელი წლის განმავლობაში ჩინებულები იყვნენ", - წერს ESPN-ი.

ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” შემადგენლობაში 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 14 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. “ნაპოლი” სეზონის დასკვნით მატჩს, სერია A-ს 38-ე ტურის ეგიდით, სერია B-ში დაქვეითებულ “სამპდორიასთან” გამართავს – მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები