Belive

ესპანური მედია: "მამარდაშვილი და კვარაცხელია განუყრელი მეგობრები არიან - ვალენსიამ ეს ტანდემი ჩაშალა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანური გამოცემა lasprovincias.es-ი საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ხაზს უსვამს, რომ მას ხვიჩა კვარაცხელიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ჩვენს ნაკრებში კი შესანიშნავი გარემოა. აღნიშნული სტატია ასე სათაურდება: "მამარდაშვილი, კვარაცხელიასგან განუყოფელი: ევროპული ფეხბურთის სენსაცია, რომელზეც "ვალენსიამ" უარი თქვა.

რაც შეეხება სტატიის საკვანძო მონაკვეთებს ის ასეთი შინაარსისაა: "გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" არსებულ მძიმე ვითარებას რამდენიმე დღით საქართველოს ნაკრებში გაერიდა. იგი ეროვნულ გუნდში კლუბში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშის სტატუსით შეუერთდა. მისი მოგერიებებით "ვალენსიამ" მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება შეძლო და თავიდან რამდენიმე უფრო დიდი მარცხი აირიდა: "ხეტაფეში", "ჟირონაში" და "ვანდა მეტროპოლიტანოზე".

ახლა ის საქართველოზეა ორიენტირებული, სადაც ეროვნულ გუნდში შესაძლოა, ამჟამად ყველაზე მძლავრ ფეხბურთელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იმყოფება. ფეხბურთელი, რომელიც ნეაპოლში ყველას აოცებს, სანახაობრივი თამაშით, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზეც ავლენს.

საინტერესოა, რომ კვარაცხელიას "მესტალიაზე" გადასვლა აქამდეც შეეძლო, მაშინ, როცა "ვალენსიამ" გიორგი მამარდაშვილი დაიმატა. ანტონიო ლოპესმა Marca-სთან ინტერვიუში თქვა, რომ მან კვარა "ღამურებს" შესთავაზა, თუმცა გუნდმა ის სათანადო დონის მოთამაშედ არ მიიჩნია.

ისინი იზიარებენ გასახდელს და ასევე მეგობრობას და ამას სოციალურ ქსელშიც აჩვენებენ, ნაპოლის ვარსკვლავმა ინსტაგრამზე სთორი ატვირთა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი ჩანდა და დააწერა: "ჩემს GOAT-თან ერთად, რაც ყველა დროის საუკეთესოს ნიშნავს".

საქართველოს ნაკრები 2023 წლის მარტში ორ მატჩს გამართავს. 25 მარტს მონღოლეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ამხანაგურ, ხოლო 28-ში ნორვეგიასთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება.

სხვა სტატიები