Belive

მედია: "ანჩელოტის მთავარი თხოვნა ფლორენტინო პერესისთვის კვარაცხელიას დამატებაა"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ავტორიტეტული ესპანური, კერძოდ კი მადრიდული გამოცემები აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას რეალურად განიხილავს.

"მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მეორე ნახევარი ჯერ კიდევ წინაა, თანაც ამ პერიოდში ყველა ტიტულის ბედი გადაწყდება, "რეალის" ხელმძღვანელობა უკვე ზაფხულსა და სატრანსფერო პერიოდის დაგეგმვაზე ფიქრობს.

ფლორენტინო პერესი უკვე თვეებია რამდენიმე ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს, მათ შორის ჯუდ ბელინგემის დამატებაზე.

კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის დამატების მცდელობების შემდეგ, რომლებიც ახლა უფრო შორეულ პერსპექტივად მოსჩანს, სამიზნე ამ სეზონის სენსაცია, ხვიჩა კვარაცხელია ხდება, რომელმაც კარლო ანჩელოტი მოხიბლა და შეტევის გასაძლიერებლად მის დამატებას განიხილავს. მისი შემთხვევა განსაკუთრებული და მეტეორული იყო, რადგან გასული წლის ივლისში "ნაპოლიმ" 10 მილიონ ევრომდე გადაიხადა და ფეხბურთელი "დინამო ბათუმიდან", იმ ადგილიდან მოიყვანა, რომლიც სრულიად უცხო იყო ნეაპოლისთვის. თუმცა, ნეაპოლელ გულშემატკივრებს ბევრი დრო არ დასჭირდათ იმაში დასარწმუნებლად, რომ მათ ხელში ბრილიანტი იყო.

კვარაცხელია რამდენიმე თვეში გახდა ნეაპოლის უდავო ლიდერი, გუნდის, რომელის სერია A-ს ლიდერობს და ასე ახლოს არის 30-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებასთან.

329840277_1231424054446527_7722501317542450468_n (1)

კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულების ზრდა ისეთივე მეტეორული ღირებულებით მოხდა, როგორიც მისი თამაში და შედეგიანობა გაიზარდა. ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავის ფასმა ბოლო თვეებში ძალიან მოიმატა და უკვე 60 მილიონი ევროა.

სანახაობა, რომელმაც ლოგიკურია, რომ ბევრი გუნდის ინტერესი გამოიწვია, უყურადღებოდ არ დარჩენილა კარლო ანჩელოტისათვის. მისი დამატების შესახებ იტალიელმა სპეციალისტმა ფლორენტინო პერსს თხოვნით უკვე მიმართა. თუ ის შემდეგ სეზონშიც "სამეფო კლუბის" გაწვრთნას გააგრძელებს, მაშინ ანჩელოტის ერთ-ერთი მთავარი თხოვნა კვარაცხელიას დამატება იქნება.

თუმცა, ყველაფერი ასეთი მარტივი არ იქნება არც ფლორენტინო პერსის და არც ერთი სხვა დაინტერესებული კლუბისთვის, რომელიც დე ლაურენტისის კარზე დააკაკუნებს. ნეაპოლური კლუბი 1 წლის თავზე კვარაცხელიას გაშვებას არ აპირებს და ისინი ზაფხულში კატეგორიულ უარს იტყვიან ყველა მოლაპარაკებაზე. თუმცა, თავად ფეხბურთელი არასდროს მალავს ინტერესს მადრიდის "რეალის" მიმართ და შესაძლოა კლუბის ხელმძღვანელობას გაშვება თავად სთხოვოს. ეს ინტერესი შესაძლებელია, რომ "რეალმა" გამოიყენოს და საბოლოოდ, მას თეთრი მაისური მოარგონ", - წერს diariogol.com.

kvara3

21 წლის მსოფლიო ფეხბურთის ქართველ ამომავალ ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, 12 საგოლე პასი გაკეთებული და 4 პენალტი მოპოვებული.

სხვა სტატიები