Belive

ესპანეთთან კვარაცხელიას თამაშს ინგლისური გრანდების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან სტუმრად 1:3 დამარცხდა.

90min-ცნობით, ვალიადოლიდში გამართულ შეხვედრას, ,,მანჩესტერ სიტის'', ,,მანჩესტერ იუნაიტედის'', ,,ჩელსისა'' და ,,ნიუკასლის'' წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთა ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე იყო მიმართული.

,,გარემარბმა მატჩში საქართველოს ნაკრების ერთადერთი გოლი გაიტანა და პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლიმ მწვრთნელი გაათავისუფლა, კვარაცხელია გუნდთან ერთად კიდევ ერთ მშვენიერ სეზონს ატარებს. ჯერჯერობით, მის ანგარიშზე, სერია A-ში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ის ახლა გუნდთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს მართავს, რომელიც ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდასაც ითვალისწინებს. - წერს 90min

როგორც 90min-ის სტატიაშია ნათქვამი, ,,ნაპოლის'' კვარას შენარჩუნების დიდი სურვილი აქვს, თუმცა ეს გრანდებს ხელს არ შეუშლით, რომ მასზე დაკვირვება განაგრძონ. და ამ გრანდებს შორის, პრემიერლიგური კლუბების გარდა, ,,რეალი'', ,,ბარსელონა'' და ,,ბაიერნიც'' სახელდება.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

22 წლის შემტევს ნეაპოლურ გუნდთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები