Belive

ესპანეთში ფეხბურთელმა მარადონასადმი მიძღვნილ წუთიერ დუმილზე უარი თქვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანელმა ფეხბურთელმა პაულა დაპენამ დიეგო მარადონასადმი მიძღვნილ წუთიერ დუმილში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მან სხვა მოთამაშეების ჟესტი არ გაიზიარა და უკმაყოფილების ნიშნად მოედანზე დაჯდა. როგორც მოგეხსენებათ, ლეგენდარული არგენტინელის გარდაცვალების შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთის ყველა ღონისძიება სწორედ წუთიერი დუმილით იწყება.
"როგორც კი გავიგე, რომ მსგავსი აქტი იყო დაგეგმილი, მაშინვე უარი განვაცხადე მოძალადისა და პედოფილის ხსოვნისადმი მიძღვნილ წუთიერ დუმილში მონაწილეობაზე," - ამბობს 24 წლის ქალი ფეხბურთელი.

სხვა სტატიები