რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ერთა ლიგის A დივიზიონის მატჩის პირველი ტაიმი სევილიაში, სადაც ერთმანეთს ესპანეთის ეროვნული ნაკრები და ინგლისის ნაკრები უპირისპირდებიან. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 0:3 დათმეს.
ესპანეთის ერონული ნაკრების ისტორიაში მეორედ დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ ისინი პირველ ტაიმში 0:3 აგებენ. პირველად ესპანელებმა 0:3 1963 წელს, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ დათმეს.