Belive

,,ეს ყველაფერი დაკრძალვას ჰგავდა'' - რა ხდებოდა რეალის გასახდელში ალბასეტესთან მარცხის შემდეგ

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა დელ რეის მერვედფინალში მადრიდის რეალი ალბასეტესთან სტუმრად 3:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

სწორედ ამ მატჩში შედგა ალვარო არბელოას დებიუტი, რომელმაც სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხაბი ალონსო 3 დღის წინ ჩაანაცვლა.

El Chiringuito-ს ჟურნალისტის, ხოსე ლუის სანჩესის თქმით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, რეალის გასახდელში სრული სიჩუმე იყო და ხმა არცერთ ფეხბურთელს არ ამოუღია:

გასახდელში ატმოსფერო დაკრძალვის ცერემონიას ჰგავდა.

წყაროს ცნობით, სიტუაციის განმუხტვას ალვარო არბელოა შეეცადა, რომელმაც საკუთარი ფეხბურთელები გაამხნევა. ესპანელმა გუნდს გაერთიანებისა და მეტი შრომისკენ მოუწოდა და თქვა, რომ შედეგზე უდიდესი პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

რეალი მომდევნო მატჩს შაბათს, 17 იანვარს, მადრიდში, ლევანტეს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები