Belive

"ეს შეცდომა არ იყო" - გულიტმა ზიეჩის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, ჰაკიმ ზიეჩის ტრანსფერი "პსჟ-ში" ჩაიშალა, რისი მიზეზიც "ჩელსის" მიერ არასწორი საბუთების გაგზავნა იყო. ამ საქმეში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ლონდონურმა კლუბმა არასწორი საბუთები სამჯერ გააგზავნა.

ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელის რუდ გულიტის თქმით, შეცდომას ადგილი არ ჰქონია და "ჩელსიმ" ეს ყველაფერი განზრახ გააკეთა:

"ეს შეცდომა არ იყო. შეუძლებელია ეს შემთხვევით მომხდარიყო. გასაგებია ერთხელ, მაგრამ ორჯერ და სამჯერ? ეს უკვე ბულინგია. ეს ყველაფერი თავად ზიეჩსაც გააღიზიანებდა. საკუთარი თავი მის ადგილას წარმოიდგინეთ. ეს მისთვის საშინელებაა." - განაცხადა გულიტმა Ziggo Sport-თან საუბრისას.

“ჩელსიმ” ზიეჩი 2020 წელს 33 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. “აიაქსის” ყოფილ ფეხბურთელს მარტის შემდეგ კლუბში გოლი არ გაუტანია. მაროკოელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და აქედან 5-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

სხვა სტატიები