"ეს ფაფახია, ტრადიციული ქართული ქუდი" - ირაკლი ეგოიანი
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ერედივიზიონის 22-ე ტურის შეხვედრაში ექსელსიორმა ბრედა 2:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა დაფიქსირებულ შედეგში წვლილი შეიტანა და 31-ე წუთზე ულამაზესი მაკრატელა დარტყმით გოლი გაიტანა.
მატჩის შემდეგ 21 წლის შემტევი ნახევარმცველი ESPN-თან ინტერვიუზე ფაფახით გამოჩნდა:
ეს ფაფახია, ტრადიციული ქართული ქუდი. ის საბრძოლო სულისკვეთებას გამოხატავს. გოლის გატანის შემდეგ მინდოდა, რომ ის თავზე დამეხურა, მაგრამ სამწუხაროდ მსაჯმა ამის უფლება არ მომცა, საბოლოოდ ამის განხორციელება შეუძლებელი გახდა.
მატჩის მიმდინარეობისას ისეთი მომენტი იყო, რომ აუცილებლად მაკრატელა დარტყმა უნდა შემესრულებინა, ეს ადრეც გამიკეთებია, როდესაც ვიტესში ვთამაშობდი, ის უფრო ლამაზი იყო, მაგრამ ესეც ძალიან ლამაზი გამოვიდა.
ბრედასთან 2:0 გამარჯვება კარგი შედეგია, დღეს კარგად არ გვითამაშია, მაგრამ ზოგჯერ რთული მატჩების მოგება აუცილებელია, ეს ნამდვილად სასიამოვნო შეგრძნებაა. - ირაკლი ეგოიანი
ირაკლი ეგოიანი ექსელსიორს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა, მან თავის ახალ გუნდთან ერთად უკვე 18 შეხვედრა ჩაატარა + 1 შეხვედრა ნიდერლანდების თასზე და ამ დროში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
ერედივიზიონის ცხრილში ექსელსიორი ამჟამად 26 ქულით მე-10 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 14 თებერვალს ალკმაარის წინააღმდეგ გამართავს.
Ooit van een papakha gehoord? Nu wel dankzij Irakli Yegoian 😅🤠#nacexc pic.twitter.com/Lq847T2JZv
— ESPN NL (@ESPNnl) February 6, 2026