Belive

"ეს ჩემპიონატი მალე TOP 5 ლიგაში იქნება" - კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატზე

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ლიგა საკმაოდ მაღალ დონეზე დგას და მალე ის TOP 5 ლიგაშიც იქნება.

"ჩვენ ბევრად უკეთესები ვართ. საუდის არაბეთის ლიგა უმჯობესდება და მომავალი წელი კიდევ უკეთესი იქნება. ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ლიგა მსოფლიოს ხუთეულში მალე იქნება. მაგრამ, ამისთვის დრო, კარგი მოთამაშეები და მაღალი დონის ინფრასტრუქტურა არის საჭირო. მე მჯერა, რომ ამ ქვეყანას საოცარი პოტენციალი აქვს. აქ საოცარი ხალხი მუშაობს და ვფიქრობ ეს ლიგა მალე შესანიშნავი გახდება." - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

კრიშტიანუს ევროპის სამ საუკეთესო ლიგაში - პრემიერ ლიგაში, ლა ლიგაში და სერია ა-ში თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ "ალ ნასრს" დეკემბრის ბოლოს შეუერთდა და 15 ლიგის შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები