Belive

"ეს ჩემი პრობლემა არ არის" - კლოპი ესპანელი ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულთან მოგებული მატჩის შემდეგ, "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მადრიდელებთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე ისაუბრა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "ლივერპულის" თავკაცს იურგენ კლოპს ჰკითხეს, რა აზრის იყო მოდრიჩის კონტრაქტზე. ამ ყველაფერმა გერმანელი სპეციალისტი გააღიზიანა და ჟურნალისტს უხეშად მიმართა.

"ღმერთო ჩემო, როგორც ჩანს, თქვენ აქ ჩემი პრობლემების მოსასმენად არ მოსულხართ. მოდრიჩის საკითხი ჩემი პრობლემა არ არის. ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, ანჩელოტი და "რეალი" ყველაფერს გააკეთებენ მის შესანარჩუნებლად." - განაცხადა იურგენ კლოპმა.

გუშინდელ შეხვედრაში "ლივერპული" მადრიდის "რეალთან" პირწმინდად დაიჯაბნა. ინგლისელები მე-20 წუთისთვისუ კვე 2 ბურთით იყვნენ წინ, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და შეხვედრა 2:5 დათმეს.

განმეორებითი შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 15 მარტს 23:55 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები