Belive

"ეს არ უნდა დავუშვათ" - გიუნდოგანი მაკედონიასთან დამარცხების შემდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მესამე ტურის მატჩებში დიდი სენსაცია დაფიქსირდა. გერმანიის ეროვნული ნაკრები შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2 დამარცხდა. გერმანიის ნაკრები 2001 წლის შემდეგ,  მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველად დამარცხდა. ისინი ბოლოს 2001 წელს, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ 5:1 დამარცხდნენ. გერმანიის ნაკრების მხრიდან ერთადერთი გატანილი გოლის ავტორმა - ილქაი გიუნდოგანმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ეს ყველაფერი არ უნდა დავუშვათ, ასე თამაში არ შეიძლება. ჩრდილოეთ მაკედონიას სულ ორი შანსი ჰქონდა და ორივე გამოიყენეს, ჩვენ კი ბევრი შანსიდან და რეალური მომენტებიდან მხოლოდ ერთის გამოყენება მოვახერხეთ და ფაქტი სახეზეა. დღეს ჩვენ "დაღლილები" ვთამაშობდით, არ გვქონდა ენერგია. იმედგაცრუებულები ვართ".
   

სხვა სტატიები