Belive

ერვე რენარი საფრანგეთის ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ერვე რენარი, საფრანგეთის ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.

54 წლის ფრანგმა სპეციალისტმა საუდის არაბეთის ნაკრები 28 მარტს დატოვა. მისი ხელმძღვანელობით არაბეთმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მომავალი გამარჯვებული, არგენტინის ეროვნული ნაკრები დაამარცხა.

რენარი კარიერის განმავლობაში, საუდის არაბეთის გარდა, ზამბიის (ორჯერ), ანგოლის, კოტ-დ'ივუარისა და მაროკოს ნაკრებების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.

საფრანგეთის ქალთა ნაკრები ფიფას რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს. ,,ლურჯები'' 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფში, ბრაზილიასთან, იამაიკასთან და პანამასთან ერთად იასპარეზებენ.