Belive

"ერთწლიანი კონტრაქტი" - ნაპოლი ყოფილ მთავარ მწვრთნელს დაუკავშირდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში "ნაპოლის" მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის მმართველები მოლაპარაკებას ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ვალტერ მაცარისთან აწარმოებენ.

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ვალტერ მაცარის ესაუბრება და სურს, რომ ერთწლიან კონტრაქტზე დაითანხმოს, რომელიც ძალაში 2024 წლამდე იქნება. რაც შეეხება იგორ ტუდორს, მან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება ითხოვა", - წერს ფაბრიციო რომანო.

ვალტერ მაცარი თავდაპირველად სამხრეთელთა შემადგენლობაში 1998-99 წლებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო "ნაპოლის" 2009-2013 წლებში წვრთნიდა, გუნდს 182 მატჩში უხელმძღვანელა და სამწვრთნელო კარიერაში ერთადერთი ტიტული, იტალიის თასი 2011/12 წლების სეზონში, სწორედ "პარტენოპეისთან" ერთად მოიგო. იმ გუნდთა სიას, რომელიც ვალტერ მაცარის გაუწვრთნია "ბოლონია" (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი), "აკირალე", "პისტოიესე", "ლივორნო", "რეჯინა", "სამპდორია", მილანის "ინტერი", "ტორინო", "კალიარი" და ინგლისური "უოტფორდი" მიეკუთვნება.

სხვა სტატიები