ერთი დარტყმით მოგებული 40 000 ევრო
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩეხეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში პრაღის "სპარტა" "სიგმა ოლომოუკს" მასპინძლობდა. მართალია, მასპინძლებმა შეხვედრა 2:3 დათმეს, თუმცა ტაიმებს შორის შესვენებისას, სპარტას ერთ-ერთი ქომაგი, სახელად პაველი ძალიან გაბედნიერდა. პაველი შემთხვევითობის პრინციპით მინდორზე აღმოჩნდა, მისი დავალება იყო, მხოლოდ ერთი ცდით, კარის დავიწროებულ ვერსიაში ბურთი მოედნის ცენტრიდან გაეტარებინა, რაც უზადო სიზუსტეს და შესრულებას მოითხოვს. ქომაგმა დავალება იდეალურად შეასრულა და ჯილდოდ 1 000 000 ჩეხური კორუნა გადაეცა, რაც 40 000 ევროა.