Belive

ერთწუთიანი აპლოდისმენტებით მარადონასთვის პატივის მიგებისას ანჩელოტიმ ცრემლები ვერ შეიკავა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-10 ტურში ერთმანეთს "ევერტონი" და "ლიდსი" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 0:1 დასრულდა. მატჩის დაწყებამდე ერთწუთიანი აპლოდისმენტებით პატივი მიაგეს ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს დიეგო მარადონას, რომელიც 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძალიან ემოციური მომენტი იყო კარლო ანჩელოტისთვის, იტალიელმა სპეციალისტმა ცრემელები ვერ შეიკავა.


 
"ის ჩემი მეტოქე იყო, შემდეგ მეგობრები გავხდით. ის უდიდესი დანაკლისია ფეხბურთისთვის, მაგრამ მოგონებები სამუდამოდ დარჩება. ის საოცარი მოთამაშე იყო, საუკეთესო მათ შორის, ვის წინააღმდეგაც კი მითამაშია, მისი შეჩერება წარმოუგენლად რთული იყო. კარიერის დასრულების შემდეგ ერთმანეთს სხვადასხვა ღონისძიებებზე ვხვდებოდით მასთან ერთად დროის გატარება ყოველთვის სასიამოვნო იყო. ის არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელი, არამედ კარგი ადამიანიც იყო, მაგრამ ცხოვრება ასეთია, არასდროს დამავიწყდება ის მოგონებები, რომლებიც დიეგოსთან მაკავშირებს",- აცხადებს ანჩელოტი.
 

სხვა სტატიები