Belive

ერთადერთი გოლი, რომლის გამოც ლეო მესიმ ბოდიში მოიხადა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელმა, ლიონელ მესიმ, 2015 წლის მსოფლიოს საკლუბი ჩემპიონატის ფინალში, რომელშიც ,,ბარსელონამ" ,,რივერ პლეიტი" 3-0 დაამარცხა, პირველი გოლი გაიტანა, თუმცა მოკრძალებულად აღნიშნა - მან უბრალოდ ხელი ასწია, რითიც, თითქოს, ბოდიშს უხდიდა "რივერ პლეიტის" 16 000 ქომაგს, რომლებიც თამაშს ესწრებოდნენ.
,,ვიცი, რა გზის გავლა მოუწიათ ,,რივერის" გულშემატკივრებს და როგორ ელოდნენ მატჩს. მეც არგენტინელი ვარ და არგენტინული კლუბის კარში პირველი გოლის გატანით, გულშემატკივარს გულს დავწყვეტდი. არ ვიცი, რამდენად იყო ჩემი მიზანი იმ მომენტში პატიების თხოვნა, თუმცა ეს ჟესტი ერთგვარი ბოდიში გამოვიდა," - აღნიშნა მესიმ მატჩის შემდგომ ინტერვიუში.
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელ ვარსკვლავს კარიერაში უკვე 734 გოლი აქვს გატანილი, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ლეომ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.

სხვა სტატიები