Belive

"ერთად სიამოვნებით ვმუშაობთ" - ჰარი კეინი ჟოზე მოურინიოს წასვლას გამოეხმაურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" ლიდერი ჰარი კეინი გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს წასვლას გამოეხმაურა. "მადლობა ყველაფრისთვის, ბოს. სიამოვნებით ვიმუშავეთ ერთად. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ შენს მორიგ თავგადასავალში", - დაწერა ინგლისელმა თავდამსხმელმა Twitter-ში. 58 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის ლონდონური გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია 19 აპრილს დადასტურდა. "განსაკუთრებული" "დეზების" თავკაცი 2019 წლის ნოემბერში გახდა და მას შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 86 შეხვედრა ჩაატარა, 45 მოიგო, 17 ფრედ დაასრულა და 24-ში დამარხცდა. ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 31 გოლი გაიტანა, 16 საგოლე გადაცემა გააკეთა. ინგლისის პრემიერ ლიგაში 27 წლის თავდამსხმელი 21 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

სხვა სტატიები