Belive

ეროვნული ლიგა: XVIII ტურის სიმბოლური გუნდი 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი დასრულდა. იქამდე, ვიდრე სრულიად სეზონს შევაჯამებდეთ, მოდით უშუალოდ მე-18 ტური განვიხილოთ, რომელშიც რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა და მთავარი სატურნირო ინტრიგებიც სწორედ ბოლო სათამაშო კვირაში გაირკვა. ტურის ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 10 დეკემბერს გაიმართა. სათამაშო დღე "საბურთალოსა" და "სამტრედიას" დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც თბილისში შედგა და სადაც მასპინძლებმა - 2:1 იმარჯვეს. შედეგად, ლევან კორღალიძის გუნდმა სეზონი მეხუთე პოზიციით დაასრულა. ამას მოჰყვა მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა - ჩემპიონის ბედი სწორედ ბოლო ტურში, "დინამო არენაზე" გადაწყდა, სადაც მასპინძელმა "დინამო თბილისმა" ტურნირის დებიუტანტ, თანაქალაქელ "მერანს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ტიტული კიდევ 1 წლით შეინარჩუნა. ფრედ დასრულდა სატურნირო მოტივაციის არ მქონე "თელავისა" და გადარჩენისთვის მებრძოლი ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრა - კახეთში გუნდებმა 1:1 ითამაშეს და შედეგად იმერლები გადათამაშებაში აღმოჩნდნენ. 3 ქულა არცერთ გუნდს მოუპოვებია "დინამო ბათუმისა" და საჩხერის "ჩიხურას" დაპირისპირებაში. აჭარაში გამართული შეხვედრის მასპინძლებმა ვიცე-ჩემპიონის სტატუსი ერთი წლით გაიხანგრძლივეს, "ჩიხურა" კი ელიტაში დასარჩენად ბრძოლას პლეი-აუტიდან გააგრძელებს. მესამე ადგილისთვის და შესაბამისად ევროპის კონფერენც ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში კვანძი გაიხსნა სეზონის ბოლო მატჩში, რომელშიც გორის "დილამ" მასპინძელ "ლოკომოტივს" - 2:1 აჯობა და ევროსარბიელს 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
მეთვრამეტე ტურის შედეგები:  "თელავი" - "ტორპედო" 1:1 "საბურთალო" - "სამტრედია" 2:1 "დინამო ბათუმი" - "ჩიხურა" 0:0 "დინამო თბილისი" - "მერანი" 3:0 "ლოკომოტივი" - "დილა" 1:2 მეთვრამეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მეკარე: როინ კვასხვაძე ("დინამო თბილისი"). მცველები: ნიკოლოზ მალი, ("საბურთალო"), ანტონ თოლორდავა ("თელავი"), დავით კობოური ("დინამო თბილისი"), გიორგი ლაცაბიძე ("დილა"). ნახევარმცველები: გოდერძი მაჩაიძე ("ჩიხურა") ნიკა გაგნიძე (გორის "დილა"), მიხეილ ბაშალეიშვილი ("თელავი"), ნოდარ ქავთარაძე ("დინამო თბილისი"). თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე ("საბურთალო"), გიორგი გაბედავა ("დინამო თბილისი"). მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე ("დილა").
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XVII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XVI ტურის სიმბოლური გუნდი   ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XV ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIV ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIII ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები