Belive

ეროვნული ლიგა: XV ტურის სიმბოლური გუნდი 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 და მე-16 ტურის გადადებული შეხვედრები 5 დეკემბერს გაიმართა და შედეგად, სატურნირო ცხრილში გუნდებს თანაბარი რაოდენობის ჩატარებული შეხვედრები დაუგროვდათ. გადადებული მატჩი, რომელიც XV-ე ტურის ეგიდით, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, მასპინძელი "ტორპედოს" "დინამო ბათუმთან" მარცხით - 1:2 დასრულდა. ანალოგიური ანგარიშით, ოღონდ საშინაო კედლებში იმარჯვა თბილისის "ლოკომოტივმა", რომელმაც უშუალო კონკურენტ "საბურთალოს" სძლია. 2:1 - მოიგო "თელავმაც", რომელმაც თბილისში, საჩხერის "ჩიხურას" 3 ქულა აართვა. ეროვნულ ლიგაში დასარჩენად მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა "სამტრედიამაც", რომელმაც იმერეთში თბილისის "მერანს" 2 უპასუხო გოლი გაუტანა. დამაჯერებელი იყო მოქმედი ჩემპიონი გორში, სადაც "დინამო თბილისმა" "დილას" - 3:0 სძლია.
მეთხუთმეტე ტურის შედეგები:   "ჩიხურა" - "თელავი" 1:2 "დილა" - "დინამო თბილისი" 0:3 "ლოკომოტივი" - "საბურთალო" 2:1 "სამტრედია" - "მერანი" 2:0 "ტორპედო" - "დინამო ბათუმი" 1:2 მეთხუთმეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მეკარე: კონსტანტინე სეფიაშვილი ("სამტრედია"). მცველები: ნოდარ იაშვილი, დავით კობოური (ორივე "დინამო თბილისი"), ნიკოლოზ სანდოხაძე (თბილისის "ლოკომოტივი"), გოდფრი ობოაბონა ("დინამო ბათუმი"). ნახევარმცველები: ფირუზ მარაქველიძე ("თელავი"), გიორგი კუცია ("დინამო თბილისი"), სტრაჰინია პავიშიჩი ("სამტრედია"). თავდამსხმელები: თორნიკე კირკიტაძე, ულად ომარ იმრანი (ორივე თბილისის "ლოკომოტივი"), იაროსლავ კვასოვი ("თელავი"). მწვრთნელი: ჩისკო მუნიოსი ("დინამო თბილისი").
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIV ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIII ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები