საერთაშორისო ფეხბურთის სტატისტიკის ფედერაციამ 2019 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე ძლიერი ლიგის რეიტინგი გამოაქვეყნა.
საქართველოს ეროვნული ლიგა 368 ქულით მსოფლიოს მასშტაბით 51-ე ადგილზე იმყოფება.
ლიდერობას არავის უთმობს ინგლისი და პრემიერლიგა, რომელსაც 1287 ქულა აქვს. გასაკვირია, თუმცა მეორე ადგილზე ბრაზილიის სერია A იმყოფება, მესამე პოზიცია ლა ლიგას ეკუთვნის, მეოთხე - იტალიის სერია A-ს, ხუთეულს კი კოლუმბია ასრულებს.
რაც შეეხება ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსს, მათი ჩემპიონატი ჩვენსაზე 6 პოზიციითა და 29 ქულით მაღლა დგას.
საუკეთესო 20 ჩემპიონატის რეიტინგი ასეთია: