ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
5 წლის წინ
ფეხბურთი
6 წთ
სიმბოლური გუნდი:
მეკარე: როინ კვასხვაძე ("დინამო თბილისი"). მცველები: მამუკა კობახიძე ("დინამო ბათუმი"), ანტონ თოლორდავა ("თელავი"), დავით ხურცილავა ("დილა"), დავით კობოური ("დინამო თბილისი"). ნახევარმცველები: ვიტორ პერნამბუკო ("დინამო თბილისი"), ირაკლი რუხაძე ("თელავი"), სანდრო ალთუნაშვილი ("საბურთალო"), ჯაბა ჯიღაური ("დინამო ბათუმი"). თავდამსხმელები: მიკოლა კოვტალიუკი ("დილა"), ჯოვინო ფლამარიონი ("დინამო ბათუმი"). მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი ("დინამო თბილისი").
ნომინაციები:
საუკეთესო მეკარე: როინ კვასხვაძე ("დინამო თბილისი"). გამოცდილი მეკარე დედაქალაქურ კლუბში პირველ სეზონს ატარებს და ძალიან სტაბილურადაც. მან მონაწილეობა ყველა შეხვედრაში მიიღო და პირველი წრის განმავლობაში ერთი წუთიც არ დაუსვენია. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ (6) შეინახა და ყველაზე ცოტა - 4 გოლი გაუშვა (4).