Belive

ეროვნული გუნდი სარაევოში შეიკრიბა - საქართველოს ნაკრები წლის პირველი მატჩისთვის ემზადება

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის პირველი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი მარტის თვეში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს და ჯერ 25 მარტს, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას, შემდეგ კი 29-ში ალბანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა შეკრება უკვე დაიწყო. ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში საქართველოს ნაკრები 22 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება, სამხრეთ კორეული "ულსან ჰიუნდაის" ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი კი საწვრთნელ პროცესში 23 მარტიდან ჩაერთვება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო). დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო). ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი). საქართველოსა და ბოსნიის ნაკრებების დაპირისპირება 24 მარტს ქალაქ ზენიცაში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები