Belive

ეროვნულ ლიგაში - კვარაცხელია და დავითაშვილი სამშობლოში ბრუნდებიან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შესაძლოა, რუსეთის ჩემპიონატიდან წამოსვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემტევებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს ჩემპიონატში ითამაშონ. Live.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელები მოლაპარაკებას "დინამო ბათუმთან" აწარმოებენ და დამატებითი დეტალები სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. შესაძლოა, ორივე ფეხბურთელმა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში ზაფხულამდე ითამაშოს, შემდეგ კი კარიერა ევროპაში გააგრძელოს. ამჟამად, ორივე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და 25 და 29 მარტს, შესაბამისად, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის და ალბანეთის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.

სხვა სტატიები