Belive

ერლინგ ჰოლანდმა საკუთარი მაისური პირველი ტაიმის შემდეგ გააჩუქა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტისა და იანგ ბოიზის შეხვედრაში უცნაირი ფაქტი დაფისქსირდა. ერლინგ ჰოლანდს, იანგ ბოიზის კაპიტანმა მაისური პირველი ტაიმის დასრულებისას სთხოვა. "შენ ეს არ შეგიძლია" - კადრებში ისმის ერლინგ ჰალანდის სიტყვები მას შემდეგ, რაც უხერხული სიტუაცია შეიქმნა. საბოლოოდ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა მუჰამედ კამარს სურვილი შეუსრულა, თუმცა საკმაოდ უხალისოდ.

კამარა მისი ადრეული თხოვნის გამო ბევრმა გააკრიტიკა, "ასეთი რამ ნანახი არ მაქვს" - აღნიშნავდნენ კომენტატორები, "ეს სამარცხვინოა" - თქვა რეინჯერსის ყოფილმა თავდამსხმელმა ალი მაკოისტმა TNT Sports-ზე.



არ მინახავს, ეს ჩემთვის სიახლეა. ახლა ცოტა გაკვირვებული ვარ ამით. მეორე მხრივ, არ მგონია, რომ ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს თამაშის მიმდინარეობასთან, მაგრამ მე მაინც დაველაპარაკები კამარას და გავარკვევ რა მოხდა. საბოლოო ჯამში, ამ ფაქტს თამაშის ხასიათზე გავლენა არ მოუხდენია. - აღნიშნა იანგ ბოიზის მწვრთნელმა, რაფაელ ვიკიმ

შეხვედრა მანჩესტერ სიტის მარტივი გამარჯვებით (3-0) დასრულდა და ერლინ ჰალანდმა დუბლი შეასრულა. "ქალაქელები" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან უკვე გასულები არიან, იანგ ბოიზს კი მხოლოდ ის დარჩენია, ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის იბრძოლოს.

სხვა სტატიები