ერლინგ ჰოლანდმა 72 წუთი ითამაშა და ბურთს მხოლოდ 4-ჯერ შეეხო
მაროკოსა და ნორვეგიის ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩი გამორჩეული იყო ერთადერთი ფაქტორით, მსოფლიო სუპერვარსკვლავმა ერლინგ ჰოლანდმა დაპირისპირება ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 72-ე წუთზე შეცვალეს, ამ დროის განმავლობაში 25 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელი ბურთს მხოლოდ 4-ჯერ შეეხო და 2 გადაცემა გააკეთა, კიდევ ერთი შეხება დარტყმა იყო, რომელიც დაუბლოკეს.
აღნიშნულ ამბავს მსოფლიო მედია საშუალებები აქტიურად მიმოიხილავენ და ერლინგის მდგომარეობას აკლიმატიზაციის პრობლემას მიაწერენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ამხანაგური შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატამდე მოსამზადებელი იყო, რომელიც ნიუ ჯერსიში გაიმართა.
Haaland still acclimatizing? 🌡️
— ESPN FC (@ESPNFC) June 7, 2026
His 4 touches in 75 minutes vs. Morocco are his fewest in a start for club and country since 2019 🥵 pic.twitter.com/qNZVl4fe4X