Belive

ერლინგ ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის მატჩსაც გამოტოვებს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი "ცრვენა ზვეზდასთან" მატჩს გამოტოვებს. ფეხის ტრავმის გამო ნორვეგიელმა ფეხბურთელმა "ლუტონთან" შეხვედრა უკვე გამოტოვა. ინგლისურ მედიაში მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა, ვარაუდობენ ჰოლანდი მწვანე მოედანს სავარაუდოდ 19 დეკემბერს, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალისთვის დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ "ქალაქელების" ლაზარეთში ჯერემი დოკუ და კევინ დე ბრუინიც იმყოფებიან. ეს უკანასკნელი სეზონის სტარტზე დაიმტვრა და უკვე დიდი ხანია უქმად არის. სავარაუდოდ ის ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს 7 იანვარს, FA თასზე "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ მოხდება.

"მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი მოგებული აქვს და 15 ქულით პირველ ადგილზეა. "ცრვენა ზვეზდას" კი, ერთადერთი ფრე აქვს და ერთი ქულით ბოლო ადგილზე არიან. სერბულ-ინგლისური დაპირისპირება 13 დეკემბერს 21:45 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები