Belive

ერიქსენის აგენტი უკვე იტალიაშია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" ნახევარმცველის კრისტიან ერიქსენის იტალიის ჩემპიონატში გადასვლის საკითხი კიდევ უფრო რეალური ხდება. იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ დანიელი ფეხბურთელის აგენტი უკვე მილანში იმყოფება და "ინტერის" წარმომადგენლებს ხვდება. ფაბრიციო რომანო წერს, რომ კონტრაქტი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისასვე გაფორმდეს, ან მხარეებს შორის შემდგარი შეთანხმების შემთხვევაში, ზაფხულში, 27 წლის ფეხბურთელი "ნერაძურიში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდეს. ცნობილია ისიც, რომ ერიქსენს ინგლისში დარჩენა აღარ სურს და შეთავაზებებს სხვა ქვეყნებიდან ელოდება. გარდა იმისა, რომ ექვს თვეში ფეხბურთელისა და "დეზების" თანამშრომლობა ოფიციალურად სრულდება, ერიქსენის შენარჩუნებით არც ჟოზე მოურინიო ინტერესდება. ამასთან, ერიქსენის გადაბირების უდიდესი სურვილი მადრიდის "რეალსაც" ამოძრავებს. ამ სეზონში დანიის ნაკრების ლიდერმა ლონდონური კლუბისთვის 24 მატჩში ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები