Belive

ერიკ ტენ ჰაგის ღირსეული საქციელი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ლიგის თასის (კარაბაო) 1/4-ფინალურ შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩარლტონის" დაპირისპირება შედგა. მანჩესტერში, "ოლდ ტრაფორდზე" გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

მოულოდნელობას არ წარმოადგენდა, რომ "წითელი ეშმაკები" ინგლისის ლიგა 1-ში მოასპარეზე "ჩარლტონის" დამარცხებას მარტივად შეძლებდნენ, თუმცა, ერიკ ტენ ჰაგმა სტუმართა მწვრთნელი სასიამოვნოდ გაოცებული დატოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა "ჩარლტონის" მთავარი მწვრთნელი - დინ ჰოლდენი, საკუთარ კაბინეტში სხვადასხვა თემებზე სააუბროდ მიიწვია და მარკუს რაშფორდის მაისური აჩუქა.

"მატჩის დასრულების შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგი ჩემთან მოვიდა და მის კაბინეტში დამპატიჟა. ლუდი დავლიეთ, ჩემი ცოლისთვის კი ბოთლი ღვინო გადმომცა. ტენ ჰაგმა მარკუს რაშფორდის მაისურიც მაჩუქა", - დინ ჰოლდენი.

სხვა სტატიები