Belive

ერიკ ტენ ჰაგი: "წაგებას არ ვიმსახურებდით"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის პირველი ეტაპი დასრულდა და კიდევ რამდენიმე 1/8-ფინალისტის ვინაობაც გაირკვა. დიდი დაძაბულობა იყო A ჯგუფში, სადაც პლეი-ოფის საგზურისთვის"კოპენჰაგენი", "გალათასარაი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძოდა. ჩამოთვლილთაგან ყველაზე რთულ მდგომარეობაში "წითელი ეშმაკები" იყვნენ. გამარჯვების შემთხვევაში ინგლისელებს ჯგუფში გასვლა მაინც არ ჰქონდათ გარანტირებული. საბოლოოდ, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი შინ "ბაიერნთან" დამარცხდა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდელმა თავკაცმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

შეცდომები დავუშვით. თუმცა, დღეს გუნდმა კარგად ითამაშა. წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ დავმარცხდით. მეტოქეს დაბრუნების შესაძლებლობა მივეცით. კარგი შანსები გვქონდა, მაგრამ უკეთესად უნდა გვემოქმედა. ფაქტია, რომ საკმარისი ქულები ვერ დავაგროვეთ. ასე რომ, იმედგაცრუებულები ვართ. - განაცხადა ტენ ჰაგმა პრესკონფერენციაზე

ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 4 ქულით მეოთხე პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა ჯგუფში მხოლოდ ერთი მატჩის მოგება შეძლეს.

სხვა სტატიები