EPL-ს ნომინანტები ცნობილია | ვინ გახდება სეზონის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი?!
პრემიერ ლიგის 2024/2025 წლების სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი - ჩვენ უკვე ვიცით, რომ ჩემპიონი ლივერპული გახდა, ხოლო ჩემპიონშიფში ლესტერი, საუთჰემპტონი და იფსვიჩი დაქვეითდნენ.
ბოლო 2 ტურში კი გაირკვევა, თუ რომელი გუნდები შეძლებენ მომავალ სეზონში ევროტურნირებზე ასპარეზობას და ინტრიგა მხოლოდ ამ მხრივ არის შერჩენილი.
რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა იმ მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც სეზონის საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ.
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი
სეზონის საუკეთესოობისთვის 5 მწვრთნელი იბრძოლებს.
ტომას ფრანკი (ბრენტფორდი)
არნე სლოტი (ლივერპული)
ედი ჰაუ (ნიუკასლი)
ნუნო ესპირიტო სანტო (ნოტინგემ ფორესტი)
ვიტორ პერეირა (ვულვზი)
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
სეზონის საუკეთესოობისთვის შემდეგი ფეხბურთელები იბრძოლებენ.
მორგან გიბს-უაითი (ნოტინგემ ფორესტი)
რაიან გრავენბერხი (ლივერპული)
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
ბრაიან მბემუ (ბრენტფორდი)
ალექსანდ ისაკი (ნიუკასლი)
დეკლან რაისი (არსენალი)
ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული)
კრის ვუდი (ნოტინგემ ფორესტი)
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულისთვის შემდეგი ფეხბურთელები იბრძოლებენ.
ლიამ დელაპი (იფსვიჩი)
რაიან გრავანბერხი (ლივერპული)
ენტონი ელანგა (ნოტინგემ ფორესტი)
დინ ჰოისენი (ბორნმუთი)
კოულ პალმერი (ჩელსი)
ჟოაო პედრო (ბრაიტონი)
მორგან როჯერსი (ასტონ ვილა)
უილიამ სალიბა (არსენალი)