Belive

ენცო ფერნანდესი: "მესის ბოლო მუნდიალია და მისი ყველა სურვილი უნდა შევასრულოთ"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ენცო ფერნანდესმა მუნდიალის წინ გუნდში არსებულ განწყობასა და მთავარ მოტივაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ალბისელესტესთვის“ უპირველესი მიზანი კვლავაც კაპიტნის, ლიონელ მესის გაბედნიერებაა.

არგენტინა ტიტულის დასაცავად ემზადება, თუმცა გუნდისთვის ეს ტურნირი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური დატვირთვისაა, რადგან, საფეხბურთო სამყარო ლეო მესის მსოფლიო პირველობაზე უკანასკნელად იხილავს.

„ეს მესის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია. მოედანზე ყველაფერს დავტოვებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მას ეს უძვირფასესი საჩუქარი კიდევ ერთხელ მივუძღვნათ მას." - ენცო ფერნანდესი

ენცოს ამ სიტყვებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არგენტინის ნაკრები მოქმედი ჩემპიონის სტატუსთან ერთად, მოედანზე უდიდესი ერთიანობითა და ემოციური მუხტით გავა. გუნდის შიგნით ყველამ იცის, რომ მესის ეპოქის ფინალური აკორდი მხოლოდ ოქროს მედლით უნდა დაგვირგვინდეს.

შეგახსენებთ, რომ ენცო ფერნანდესი მეორე მუნდიალზე ითამაშებს - 25 წლის ნახევარმცველი 2022 წლის მუნდიალზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

არგენტინის ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე J ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ალჟირის, ავსტრიისა და იორდანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები პირველ მატჩს 17 ივნისს, ალჟირის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები