ენრიკემ დემბელს დარტყმა მიაყენა | მოულოდნელი შეცვლა და მკაცრი გზავნილი
ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავს, უსმან დემბელეს, ლიგა 1-ის პირველ ტურში, რენის წინააღმდეგ გამართული შეხვედრაში, მკაცრი გზავნილი გაუგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი 45 წუთის შემდეგ, პარიზელები ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ, ესპანელმა სპეციალისტმა დემბელე შესვენებაზე შეცვალა. ეს გადაწყვეტილებით, ნათლად ჩანდა, თუ რამდენად უკმაყოფილო იყო ესპანელი, დემბელეს თამაშით.
მის ნაცვლად, მოედანზე პარიზელთა ახალწვეული, ფერან ტორესი შემოვიდა. გარდა ამისა, პირველი ტაიმის შემდეგ, მინდორი ხვიჩა კვარაცხელიამაც დატოვა, როდესაც მის მაგივრად შეხვედრაში სემი მაიულუ ჩაერთო. საბოლოოდ, ტორესს, ბრწყინვალე მატჩი გამოუვიდა და პსჟ-ს მაისურით, თავის ოფიციალურად პირველ შეხვედრაში, დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი წაგებისგან იხსნა.
დემბელეს შეცვლამ ფრანგული სპორტული გამოცემა RMC Sport-ის ყურადღება მიიპყრო. მათი განცხადებით, ენრიკემ, დემბელე, "მკაფიოდ გააფრთხილა". გამოცემის თქმით, ფეხბურთელების სახელები და სტატუსი, ენრიკესთვის არ არის პრიორიტეტი, თუ ისინი სათანადოდ ვერ ითამაშებენ. თავად ენრიკემ, მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება დემბელეს და კვარაცხელიას მისამართით, პირადი ხასიათის არ ყოფილა. მისი თქმით, ეს იმ საფეხბურთო ფილოსოფიის ნაწილია, რომელიც ყველა ფეხბურთელისაგან, მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს.
ყოველდღე, ყოველ ვარჯიშზე და მატჩში უნდა დაამტკიცო, რომ მზად ხარ, თორემ მოდუნება ძალიან მარტივია. ჩვენ, ყოველთვის, გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ხოლო იმსათვის, რომ მუდმივად გაიმარჯვო. კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე. თუ ყურადღებას იმაზე გაამახვილებ, რაც მანამდე მოიგე, მომავალში ვეღარაფერს მოიგებ. - ლუის ენრიკე
მიუხედავად იმისა, რომ ენრიკე საკმაოდ მკაცრი იყო, სეზონი მხოლოდ ახლა დაიწყო და პსჟ-ს წინ ძალიან დიდი დრო აქვს. პარიზელები, ლიგა 1-ის მომდევნო შეხვედრას, 28 აგვისტოს, ლილის წინაარმდეგ ჩაატარებენ.
Luis Enrique’s message subbing out Dembélé at half-time: “That’s how football is. PSG hasn’t won anything yet this season. If you dwell on what you’ve already won in the past, you won’t win anything else. To me, the most important thing is that there’s no gifts.
— PSG Report (@PSG_Report) August 23, 2026
You have to… pic.twitter.com/1ebHut1BpN