Belive

ენდრიკი: ,,წვეულებებზე სიარული მძულს''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პალმეირასის'' ამომავალმა ვარსკვლავმა, ენდრიკმა, რომელიც მომავალი ზაფხულიდან მადრიდის ,,რეალში'' ითამაშებს, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შემდეგ განაცხადა, რომ მხოლოდ ფეხბურთზეა კონცენტრირებული:

,,სიმართლე გითხრათ, წვეულებებსა და ღამის კლუბებში სიარული მძულს! არ მიყვარს პოლემიკაში ჩაბმა და ისეთი რაღაცის კეთება, რაც ჩემს იმიჯს დააზიანებს. ოჯახთან ერთად ყოფნა მირჩევნია.

არ მაინტერესებს კონტრაქტები, ფული, რამდენს გამოვიმუშავებ... უბრალოდ, ფეხბურთის თამაში მინდა!'' - ენდრიკი

ოფიციალურად უცნობია, რამდენი გადაიხადა ,,რეალმა'' ბრაზილიელი ტალანტის სანაცვლოდ, თუმცა რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, სატრანსფერო თანხა 72 მილიონ ევრომდეა.

მიმდინარე სეზონში 17 წლის შემტევის ანგარიშზე, ,,პალმეირასის'' მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 12 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

1993 წლიდან, ლეგენდარული რონალდოს შემდეგ, ენდრიკი 17 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს.

სხვა სტატიები