ენდრიკი ნაკრებში გამოიძახეს - ბრაზილიამ შემადგენლობა დაასახელა
,,პალმეირასის'' ამომავალი ვარსკვლავი, ენდრიკი, რომელიც მომავალი ზაფხულიდან მადრიდის ,,რეალში'' ითამაშებს, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
,,მას აქვს პოტენციალი, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. მისი გამოძახება ჯილდოა და ასევე მომავალში ყურება, რადგან 2006 წელს დაბადებული ბიჭი ჩემს ყურადღებას იპყრობს.'' - თქვა ბრაზილიის ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა, ფერნანდო დინიზმა
1993 წლიდან, ლეგენდარული რონალდოს შემდეგ, ენდრიკი 17 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ,,სელესაოს'' რიგებში გამოიძახეს.
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს კოლუმბიისა (17 ნოემბერი) და არგენტინის (22 ნოემბერი) წინააღმდეგ გამართავს.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები - ალისონი, ედერსონი, ლუკას პერი.
მცველები - ბრემერი, მაგალაეში, მარკინიოსი, ნინო, ემერსონი, კარლოს აუგუსტო, რენან ლოდი.
ნახევარმცველები - ანდრე, ბრუნო გიმარაეში, დუგლას ლუიზი, ჟოელინტონი, რაფაელ ვეიგა, როდრიგო.
თავდამსხმელები - ენდრიკი, გაბრიელ ჟესუსი, გაბრიელ მარტინელი, ვინისიუსი, ჟოაო პედრო, პაულინიო, პეპე, რაფინია.
💎🇧🇷 Endrick, joining Real Madrid next July… and called up for Brazil national team at 17.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 6, 2023
Diniz: “He has the potential to be one of top players. His call-up is an award, also glimpse into the future as a boy born in 2006 producing what he does catches my attention”. pic.twitter.com/aehqMlbLE5