Belive

ემუქრება თუ არა რონალდუს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გამოტოვება?

3 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა შანსი, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გუშინვე გაეფორმებინა, თუმცა ირლანდიასთან წაგებამ (2:0) ერთა ლიგის მოქმედი ჩემპიონების გეგმები რამდენიმე დღით გადადო - ახლა რობერტო მარტინესის გუნდს სომხეთთან მატჩში გამარჯვება სჭირდება (პორტუგალია, შესაძლოა წაგებისა და ფრის შემთხვევაშიც გავიდეს, თუმცა ამ შემთხვევაში უნგრეთისა და ირლანდიის მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული).

პორტუგალიელებს მომავალი შეხვედრის გამართვა კრიშტიანუ რონალდუს გარეშე მოუწევთ, რომელმაც ირლანდიასთან მატჩის 59-ე წუთზე, დარა ო'შის წინააღმდეგ უხეშობისთვის (იდაყვი ჩაარტყა), წითელი ბარათი მიიღო (პირველად სანაკრებო კარიერაში).

Hallgrimsson has little sympathy for 'silly' Ronaldo

ახლა მთავარი კითხვაა, ემუქრება თუ არა 40 წლის სუპერვარსკვლავს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გამოტოვება?

ფიფას სადისციპლინო კოდექსის თანახმად, ,,თუ ფეხბურთელი მოედნიდან გაძევებულია მოწინააღმდეგეზე თავდასხმისთვის - მათ შორის იდაყვის, მუშტის ან ფეხის დარტყმისთვის, კბენისთვის ან შეფურთხებისთვის'', ის, შესაძლოა, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

ასეთ შემთხვევაში, თუ პორტუგალია მუნდიალზე გავა, კრიშტიანუს მსოფლიო ჩემპიონატის პირველი 2 მატჩის გამოტოვება მოუწევს.

არის სხვა ვარიანტიც - თუ პორტუგალიელები ჯგუფში მე-2 ადგილს დაიკავებენ, მარტში პლეი-ოფის მინი-ტურნირზე, დიდი ალბათობით, რონალდუს გარეშე იასპარეზებენ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის ხანგრძლივობის შესახებ ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა უნდა მიიღოს.

სხვა სტატიები