Belive

"ემილიანო მარტინესს შეცვლის" - ასტონ ვილა მამარდაშვილის დამატებისთვის ბრძოლას აგრძელებს

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატებისთვის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ კლუბებს შორის გამართულ ბრძოლაში "ასტონ ვილა"
აქტიურობს.

"ასტონ ვილა" "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენით არის დაინტერესებული. 22 წლის მეკარე ამ სეზონში ლა ლიგაში შთამბეჭდავია და ევროპის რამდენიმე ტოპ კლუბის ყურადღება მიიპყრო. ვარაუდობენ, რომ მას შეუძლია შეცვალოს ემილიანო მარტინესი "ვილას" მეკარის პოზიციაზე", - წერს topcrnr.com-ი.

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “დინამო თბილისიდან” იჯარის წესით შეუერთდა, ზამთარში კი ესპანურმა კლუბმა ქართველი მეკარის კონტრაქტი 800 000 ევროდ გამოისყიდა.

ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და “ლესტერ სიტის” და ასევე პორტუგალიურ “პორტუს” აქვთ და მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, დიდი ალბათობით ქართველი მეკარე კლუბს შეიცვლის.

სხვა სტატიები